პროექტის სახელწოდება: ამბავი ,,რწყილისა" და ,,ჭიანჭველასი". ჩვენი სამყაროს დამატებითი განზომილებები.
პროექტის მთავარი იდეა: სამყაროს დამატებითი განზომილებების შესახებ თეორიის გაცნობა. წარმოიდგინეთ ,,რწყილები"და ,,ჭიანჭველები" ერთ სიბრტყეში ცხოვრობენ, მაგრამ ,,ჭიანჭველები" ამჩნევენ, რომ ,,რწყილები" დრო და დრო ქრებიან და კვლავ ჩნდებიან. სად ქრებიან ,,რწყილები".?
პროექტის აქტუალობა: ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების, ყურადღების მობილიზების, დასკვნის გამოტანის, თანამშრომლობის უნარები. გაეცნობიან სამყაროს დამატებითი განზომილებების შესახებ თეორიას.
პროექტის მიზნები: სამყაროს დამატებითი განზომილებების შესახებ თეორიის გაცნობა. გამოკვლევა იმისა, თუ რა მსგავსება და რა განსხვავებაა კულონისა და მსოფლიო მიზიდულობის კანონებს შორის.
მონაწილეთა ასაკი:მე-10-ე კლასის მოსწავლეები.
ვადები/ხანგრძლივობა: 7 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: გამოაკვლევენ იმას, თუ რა მსგავსება და რა განსხვავებაა კულონისა და მსოფლიო მიზიდულობის კანონებს შორის. მოსწავლეები მიხვდებიან, რომ მეცნიერებაში კერპები არ არსებობენ და რომ ბუნება ამოუწურავია და ყოველი მეცნიერული აღმოჩენა მხოლოდ დასაწყისია სამყაროს ახალი, შეუცნობი მხარეების კვლევისა.
პროდუქტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი რომელიც ჩართულია ინტერნეტში და მასალები რომლებიც განთავსებულია ინტერნეტში მისამართზე.http://www.eurekalert.org/flatures/doe/2006-01/d-tsf010606.php
http://particleadventure.org/frameless/extra...dim.html .
http://zhurnal.lib.ru/b/bioversum/strings.shtml
გ. ნიკობაძე, ,,სამყაროს ფარული განზომილებები
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): აქტივობა I ---- მოიძიეთ ინფორმაცია.
როგორია ბუნების ფუნდამენტურ ურთიერთქმედებათა განხორციელების მექანიზმი. შეადარე ისინი ერთმანეთს. მოძებნე მსგავსება და განსხვავება მათ შორის.( მაგ. გაარკვიე რა არის გრავიტაციული მუხტი და როგორ ხორციელდება გრავიტაციული ურთიერთქმედება, რა არის ელექტრული მუხტი და როგორ ხორციელდება ელექტრული ურთიერთქმედება)
მოიძიეთ კულონის კანონის შესახებ ინფორმაცია. შეადარე კულონის კანონი ცნობილ ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონს. იპოვეთ მსგავსება განსხვავება.
ჯგუფი გაყოფილია ორ ნაწილად. აქტივობა II ----ჯგუფური მუშაობა
ჩაატარეთ მარტივი ცდა შეადარე, რკინის სამაგრზე მოქმედი დედამიწის მიზიდულობის ძალა და ამავე სამაგრზე პატარა მაგნიტის მხრიდან მოქმედი მიზიდულობის ძალა.
გამოთვალეთ ორ ელექტრონს შორის მოქმედი ელ. ძალისა და იმავე მანძილზე ელექტრონებს შორის მოქმედი მსოფლიო მიზიდულობის ძალის სიდიდე. შეადარეთ ერთმანთს.
გაეცანით ADD-ს ჰიპოთეზას და გაარკვიეთ, როგორ იცვლება გრავიტაციული ურთიერთქმედების ხასიათი დამატებითი განზომილებების შემოტანით.
მოიძიე ინტერნეტში სტატიები დამატებითი განზომილებების შესახებ ( საძიებელი სიტყვა:,,extra dimensions) და მოძებნეთ მათში საინტერესო, სახალისო მოდელები მრავალგანზომილებიანი სამყაროს თვალსაჩინდ წარმოდგენისათვის (მაგ. ისეთი როგორიცაა ,,რწყილისა და ჭიანჭველის" სამყაროა)
აქტივობაIII----პრეზენტაცია
წარმოადგინე კლასის წინაშე პროექტი ,,სამყაროს დამატებითი განზომილებები". გააცანი დამსწრე აუდიტორიას, რა არის ADD-ს ჰიპოთეზის ძირითადი დებულებები მათგან გამომდინარე შედეგები. რა ტიპის ექსპერიმენტები ტარდება იმისათვის, რომ ჰიპოთეზის ჭეშმარიტება დადგინდეს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ფიზიკა, მათემატიკა, ი.ს.ტ.
პროექტის ხელმძღვანელი. (მასწავლებელი): როდინოულის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ირმა აბესაძე.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: abesadzeirma@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: abesadzeirma.blogspot.com